Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

X-treme user last won the day on July 12 2012

X-treme user had the most liked content!

About X-treme user

  • Birthday 06/22/1987

Profile Information

  • Gender
    Male
  • CPU
    T5870 @ 2.00 Ghz
  • MoBo
    Integrated
  • GPU
    Radeon HD 4300
  • RAM
    3 Gb
  • HDD
    300 Gb
  • PSU
    Smart AC adapter

X-treme user's Achievements

Newbie

Newbie (1/14)

  • Very Popular Rare

Recent Badges

2.2k

Reputation

  1. მაქედან მეორე ვარჯიშს მე მაგალითად ბოლოს ვაკეთებ ხოლმე, ოღონდ ფეხზე მდგარი პოზიციიდან, ბიცეპსის სიმაღლისთვის ძალიან მაგარი რამეა, პირველი წინამხრებსაც ამუშავებს და ეგეც საკმაოდ კარგია.. ბიჭებო, პირველ პოსტში ცოტაოდენი მასალა ხომ არ დაგვემატებინა (მაგალითად სხეულის აგებულების ტიპები) ? თუ გინდათ, მოგეხმარებით და შეძლებისდაგავარად მოვამზადებ ხოლმე ..
  2. ელემენტარული პრობლემა თუ ექნება, შეიძლება გაგიკეთონ, მაგრამ რამე დეტალის ჩამოტანა თუ დასჭირდა, სამწუხაროდ ვერაფერს გააწყობ.
  3. Xperia LT26-ზე გაქვს საუბარი? თავიდანვე ცუდად იღებდა, თუ მერე დაემართა?
  4. ხო, აქ ყიდვა ჯობია ყველა ვარიანტში. შენი გადასაწყვეტია რომელს აირჩევ, ყველა ბრენდის ნოუთბუქი ფუჭდება ასე თუ ისე და ხარისხით მეტნაკლებად ყველა ერთნაირია, ეგრე ვერ იტყვი რომელი უფრო უკეთესია. რა ვიცი, არის კიდევ Dell-იც, მაგის პროდუქციასაც გადახედე თუ გინდა. ეგ ასუსის ლეპტოპი, ზემოთ რომ ლინკი დადე, საკმაოდ კარგი რამეა, ვინდოუს 8-ის წინააღმდეგი თუ არ ხარ და ეისერი არ გინდა, თუ გაგიფუჭდა, ვერაფერს უზავ გარანტიის გარეშე. :)
  5. არა, გადახურებამ ნაკლებად, უბრალოდ ეცადე ელემენტზე რაც შეიძლება ხშირად ამუშავო ნოუთბუქი, ბოლომდე დატენე და მერე გამოაერთე ხოლმე, დასვი, სულ დენში ჩართული ნუ გექნება. :)
  6. როგორც ჩანს, რესურსი ამოეწურა ელემენტს, ხდება ხოლმე, მაგრამ ჯობია მაინც ორიენტ-ლოჯიკში მიიტანო ან დაურეკო და იკითხო, ზუსტად ეგ მოდელი ჩამოაქვთ თუ არა, მაგათ აქვთ დელის ოფიციალური სერვისი და გეტყვიან ყველაფერს. შეგიძლია ამაზონიდანაც ჩამოტანა, მაგრამ არის შანსი, რომ არ გამოგადგეს და მაინც სარისკოა. მაინც იქ წაღება ჯობია ალბათ, თან ლეპტოპსაც დაატესტინებდი ბარემ, რომ სხვა დეტალი გამოირიცხოს (მაგის მცირე ალბათობაა, მაგრამ მაინც)..
  7. არ ღირს უცხოეთიდან მაგ ფასიანი ნივთის ჩამოტანა. გირჩევ აქ იყიდო რამე საერთაშორისო გარანტიით: Asus, Samsung, HP, Fujitsu და არანაირი პრობლემა არ შეგექმნება. საერთოდ, ამერიკული სტანდარტის ლეპტოპები (მაგალითად Sony Vaio) ცოტა ისეთი საკითხია, ხელს თითქმის არავინ კიდებს და ჯობია მაინც თავი შეიკავო. არც Acer-ია ცუდი ბრენდი, მაგრამ არასაგარანტიოზე მაგის სერვის-ცენტრსაც კი ვერ ჩამოაქვს დეტალები და რა ვიცი. მოკლედ რომლებიც ჩამოგითვალე, მაქედან შეარჩიე რომელიმე :)
  8. ვებ-რესურს Expreview-ის ცნობით, ვიდეობარათების მწარმოებელ Galaxy-მ ჩინური ბაზრისთვის დაამზადა Geforce GTX 670 GC Edition 4GB, რომელსაც გარდა GDDR5-ის გაორმაგებული მოცულობისა და მასიური გაგრილების სისტემისა, აგრეთვე გააჩნია GPU-ს ხუთი და მეხსიერების მიკროსქემების ორი კვების ფაზით აღჭურვილი არარეფერენსული დიზიანის ბეჭდური დაფა და არის ქარხნულად აჩქარებული (915(980)/6008-დან - 1006(1084)/6008 მჰზ-მდე). ორსლოტიანი ქულერი თავის მხრივ, შედგება 6 მმ დიამეტრის სპილენძის ოთხი სითბური მილაკის, ალუმინის რადიატორისა და წყვილ 92 მმ-იან ფენისგან. პროდუქტი ითვალისწინებს SLI-ს სხვადასხვა კონფიგურაციებს, დაკომპლექტებულია მეხსიერების დამატებითი რვა ჩიპით და თანამოძმეებისგან გამოირჩევა PCI-E Power (6+8)-pin გასასვლელებით - ნაცვლად PCI-E Power (6+6)-pin-ებისა. უკანა პანელზე განთავსებულია DVI-I, DVI-D, HDMI და DisplayPort. მოდელის ღირებულება დაახლოებით 518$-ია. overclockers.ua
  9. კომპანია Inno3D-ს მიერ წარმოებული iChill სერიის და HerculeZ 3000 გაგრილებით აღჭურვილი ვიდეობარათები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ინფორმაციულ წყაროს ცნობით, სულ მცირე დროში იგეგმება 4 გბ-იანი GeForce GTX 680-ის მორიგი ვერსიის გამოშვებაც, რომელიც წინა მოდელისგან განსხვავებით (რომელიც დამზადებული იყო ეტალონური დიზაინის ბეჭდურ დაფაზე), მიიღებს ახლადდამუშავებულ '8+2' ფაზიან კვების ქვესისტემას - ძაბვის გარდამქნელით. პროდუქტის განთავსებისთვის, აუცილებელია გაფართოების სამი სლოტი და როგორც ჩანს, ის იმუშავებს შედარებით ნაკლები ვიდეობუფერის მქონე ბარათისთვის დამახასიათებელ სიხშირეებზე (1100/1155/6200 მჰზ). ღირებულება დაახლოებით 580$-ის ფარგლებში იმერყევებს. overclockers.ru
  10. კომპანია Micro-Star International (MSI)-მა გამოაქვეყნა პრეს-რელიზი - ვიდეობარათ MSI N680GTX Lightning-ის გამოშვების შესახებ, რომლის პირველი დემონსტრაციაც შედგა ქალაქ ტაიბეიში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Computex 2012-ზე. ეს მოდელი წარმოადგენს 28 ნმ-ზე დაფუძნებულ ჩიპ GK104-სა და 1536 CUDA-ბირთვის მქონე, აჩქარებულ GeForce GTX 680-ის ალტერნატიულ ვარიანტს. ის დამზადებულია საფუძვლიანად დახვეწილ ბეჭდურ დაფაზე და აღჭურვილია მაღალხარისხიან და საიმედო კომპონენტებით - Military Class III კონცეპციის გათვალისწინებით, რომლებიც აკმაყოფილებენ სამხედრო სტანდარტ MIL-STD-810G-ის მკაცრ მოთხოვნებს. გარდა ამისა, სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, პროდუქტში გამოიყენება ტანტალის კონდენსატორებზე დამზადებული დამატებითი მოდული GPU Reactor, რომელიც მოთავსებულია PCB-ის უკანა მხარეს. ზედმეტი სითბოს მოცილებაზე ზრუნავს ორიგინალური კონსტრუქციის 2-სლოტიანი აქტიური გაგრილების სისტემა Twin Frozr IV, რომელშიც შედის ალუმინის რადიატორი, სპილენძის ხუთი სითბური მილაკი და წყვილი 100 მმ-იანი ფენი - მტვრის მოშორების ტექნოლოგიითა და ბრუნვის სიჩქარის მართვის ფუნქციით - PWM-მოდულაციის მეთოდის გამოყენებით. GDDR5-ის მოცულობა შეადგენს 2048 მბ-ს, ინტერფეისისა კი - 256 ბიტს. გრაფიკული ბირთვის ბაზური სიხშირე გახლავთ 1110 მჰზ (GPU Boost-ით - 1176 მჰზ), მეხსიერებისთვის - 6008 მჰზ. ვიდეობარათი რასაკვირველია თავსებადია DirectX 11-თან, გააჩნია გამოსახულების გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები NVIDIA FXAA და NVIDIA TXAA, იყენებს რეჟიმ Adaptive VSync -ს და ითვალისწინებს NVIDIA 3D Vision, NVIDIA 3D Vision Surround, NVIDIA CUDA, NVIDIA PhysX და NVIDIA SLI-ს. უკანა პანელზე გამოტანილია ორი DL-DVI, HDMI და DisplayPort გასასვლელები, ამასთან ყველა მათგანი მოოქროვილია. გაყიდვების დაწყებისა და ღირებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით არ ვრცელდება. 3DNews
  11. პროცესორის ტაქტური სიხშირის აბსოლუტური რეკორდი რამდენიმე თვის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა, თუმცა ის ახლახანს გაუმჯობესდა პირდაპირ ორჯერ. მცირე დროით, ლიდერის პოზიციის დაკავება შეძლო ვიეტნამელმა phattai-მ, რომელმაც AMD FX-8150 ააჩქარა 8594.7 მჰზ ნიშნულამდე. ამისთვის კი, მან გამოიყენა სისტემური დაფა ASUS Sabertooth 990FX, ვიდეობარათი ASUS GeForce GTX 680 Direct CU II და ოპერატიული მეხსიერება Kingston HyperX Genesis. მამრავლი გაზრდილ იქნა 30.5х-მდე, სალტე - 281.79 მჰზ-მდე, კვების ძაბვა კი - 1.848 ვ-მდე. ხოლო 8 ბირთვიდან აქტიური რჩებოდა მხოლოდ ორი. მხოლოდ ერთი საათის შემდეგ, ცნობილმა ოვერქლოქერმა AndreYang-მა გამოაქვეყნა შედეგი, რომელშიც მან დააფიქსირა 8709.1 მჰზ - 2.124 ვ ძაბვაზე (იგივე პროცესორით). overclockers.ru
  12. კომპანია Intel-მა გამოაქვეყნა მორიგი ცნობა, რომელშიც საუბარია Core i7 თაობის ოთხი მობილური პროცესორის წარმოებიდან მოხსნის შესახებ, ესენია: ოთხბირთვიანი Core i7-2920XM Extreme Edition (2,5-3,5 გჰზ), Core i7-2820QM (2,3-3,4 გჰზ), Core i7-2720QM (2,2-3,2 გჰზ) და 2-იანი i7-2620M (2,7-3,4 გჰზ). შეგახსენებთ, რომ ისინი ბაზარზე გამოჩნდნენ 2011 წლის პირველ კვარტალში. აღნიშნულ მოდელებზე შეკვეთების მიღება გაგრძელდება 2012-ის 19 დეკემბრამდე, ხოლო ბოლო მიწოდება განხორციელდება 2013-ის 19 ივნისს.
  13. წყაროს ცნობით, კომპანია ZOTAC-მა დაიწყო ვიდეობარათ 670 Extreme Edition-ის გაყიდვები, რომლის შესახებ ცნობები მაისის დასაწყისში გავრცელდა. უფროს მოდელ GTX 680 Extreme Edition-ისგან მან მიიღო ბეჭდური დაფა, 13-ფაზიანი რეგულატორის მქონე კვების ქვესისტემა და ქულერი. ბირთვის ბაზური ტაქტური სიხშირე შეადგენს 1111 მჰზ-ს, ხოლო GPU Boost-ის მეშვეობით, შესაძლებელია მისი გაზრდა 1202 მჰზ-მდე, ხოლო მეხსიერება კი ფუნქციონირებს 1652 მჰზ-ზე (6600 ეფექტური). შეგახსენებთ, რომ რეფერენსული ვერსიისთვის ეს მახასიათებლები გახლავთ 915, 980 და 6000 მჰზ შესაბამისად. პროდუქტი ორიენტირებულია ოვერქლოქინგის მოყვარულებისთვის, რაზეც მეტყველებს ძაბვის კონტროლის წერტილები, მისი და ტემპერატურისა რეგულატორების შუქდიოდური ინდიკატორები და აგრეთვე მოდული OC+, რომელიც თავის მხრივ, გათვლილია 3,5 დუიმ ზომის განყოფილებაში მოთავსებისთვის. ის ახდენს თვალ-ყურს ადევნებს სენსორების მონაცემებს, იძლევა ტაქტური სიხშირეებისა და კვების ვოლტაჟის შეცვლის საშუალებას. ბარათი იკავებს გაფართოების ორ სლოტს, რადგანაც მისი კომპონენტების გაგრილებაზე ზრუნავს საკმაოდ მასიური, 92 მმ-იანი ფენების აღჭურვილი ქულერი. მათგან მომავალი ჰაერის ნაკადი კი, მიმართულია ხუთ 8 მმ დიამეტრის სითბური მილაკის მქონე ალუმინის რადიატორისკენ. ინფორმაციულმა წყარომ მოახერხა ბირთვის სიხშირის გაზრდა 1403, ხოლო მეხსიერებისა კი - 1850 მჰზ-მდე - 1,25 ვ ძაბვის პირობებში და ამგვარად, 3DMark 11 (Performance) ტესტში დაფიქსირდა შედეგი - P9247. ZOTAC GTX 670 Extreme Edition-ის მიწოდებები უკვე დაწყებულია აზიის ზოგიერთ ბაზრებზე, თუმცა მისი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. IXBT
  14. თუ მეტი კითხვა არ გაქვს, ვხურავ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.