
ეპლი (ინგლ. Apple Inc.; NASDAQ: AAPL, LSE: ACP, FWB: APC) (ყოფილი Apple Computer, Inc.) — ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. შტაბ-ბინით კუპერტინოში, კალიფორნია, ეპლი ამზადებს, ყიდის და მხარდაჭერას უზრუნველყოფს პერსონალური კომპიუტერის სერიისთვის, პორტატიული მედია-პლეერებისთვის და სხვა აქსესორებისთვის. ეპლი ამჟამად ასევე დაკავებულია ახალი ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნით, მათ შორის აიფონის, ეპლ-ტვ და ახალი ოპერაციული სისტემა მაკ ოს X "ლეოპარდის" დამუშავებით.
კომპანიის ყველაზე ცნობილ პროდუქტთა შორისაა მაკინტოშის სერიის პერსონალური კომპიუტერები და დაკავშირებული პერიფერიული მოწყობილობა, პორტატიული მედია-პლეერი აიპოდის სერია, და ბოლო დროს უკვე აიფონიც. ეპლის ყველაზე განთქმული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქციაა მაკ ოს X ოპერაციული სისტემა და აილაიფის პროგრამების პაკეტი. ეპლი ასევე მნიშვნელოვანი მწარმოებელი პროფესიონალური აუდიო და კინოინდუსტრიის პროგრამული პროდუქტების, ძირითადად მაკ-ის კომპიუტერებისთვის, მათ შორის Final Cut Pro, Logic Pro, Final Cut Studio, და დაკავშირებული ხელსაწყოები.
ეპლში მუდმივად და დროებითად 20,000-მდე ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს გარშემო და მისმა მსოფლიო გაყიდვებმა 2007 ფისკალურ წელს (დასრულდა 2007 წლის 29 სექტემბერს) US$24.01 მილიარდი შეადგინა.
რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ყოველმხრივად ესთეტიკური დიზაინით თავისი კონტრკულტურული ინდი ფესვებით, ასევე თავისი სარეკლამო კამპანიებით, ეპლმა გამორჩეული რეპუტაცია მოიპოვა სამომხმარებლო ელექტრონიკის ინდუსტრიაში და კულტივირებული მომხმარებლების პლეადა წარმოშვა, რომლებიც განსაკუთრებულად ლიოალურები და თავდადებულები არიან კომპანიისა და ბრენდის მიმართ, განსაკუთრებით აშშ-ში.
apple ს ყველაზე ცნობილი პროდუქცია რომელსაც მთელს მსოფლიოში ყავს მომხმარებელი ,მათ შორის საქართველოში :
apple macbook

apple ს ოპერაციული სისტემა mac os x

apple ipod nano

apple iphone 4G

apple ipad

apple ს ისტორია
კომპანიამ ეპლი II მიკროკომპიუტერი 1977 წელს წარმოადგინა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1983-ში, მან ლიზა გაუშვა, რომელიც პირველი კომერციული პერსონალური კომპიუტერი იყო მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისით (GUI), მასზე გარკვეულწილად ქსეროქს ალტომ მოახდინა გავლენა. ლიზა ასევე პირველი პერსონალური კომპიუტერი იყო მაუსით. 1984 წელს მაკინტოში იქნა წარმოდგენილი, რომელმაც უდავოდ წინ წამოსწია მომხმარებლებისთვის ადვილად გასაგები (იუზერ ფრენდლი) გრაფიკული ინტერფეისის კონცეფცია. ეპლის მაკინტოშის წარმატებამ ყოველ მხრივ განაპირობა გრაფიკული ინტერფეისების გამოყენება ძირითად კომპიუტერის ოპერატიულ სისტემებზე, როგორებიცაა კომოდორე ამიგა და ატარი ST, რომლებიც მაკინტოშის გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში ჩნდებოდნენ ბაზარზე.
1991 წელს, ეპლმა პორტატული კომპიუტერების ხაზი PowerBook გაუშვა. 1990-იანბში ეპლის საბაზრო წილის ვარდნა მოხდა კონკურენციის გამო მაიკროსოფტ ვინდოუსის და შედარებით დაბალ ფასიანი IBM PC შეთავსებადი კომპიუტერების მხრიდან, რომლებიც საბოლოოდ დომინირებდნენ კიდეც ბაზარზე. 2000-იან წლებში, ეპლმა განავრცო თავისი ფოკუსი პროგრამირების კუთხით და პროფესიონალური და პროზიუმერული ვიდეო, მუსიკალური და ფოტო წარმოების გადაწყვეტები შესთავაზა მომხმარებლებს, თავის ახალ პროდუქტებს ის წარმოაგენს როგორც "ციფრულ ცენტრს". მან ასევე გამოუშვა აიპოდი, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული მუსიკალური დამკვრელი.
apple მ ასევე გამოუშვა საკუთარი ინტერნეტ ბროუსერი safari
Safari არის Apple-ის მიერ გამოშვებულ ვებ-ბრაუზერი. ბრაუზერის პირველი ბეტა ვერსია გამოვიდა 2003 წლის 7 იანვარს კომპანიის ოპერაციულის სისტემისთვის Mac OS X. დაწყებული Mac OS X 10.3-დან (პანტერა), ის გახდა Apple-ის ძირითადი ბრაუზერი. უფრო მოგვიანებით Apple-მა აგრეთვე გამოიყენა ეს ბრაუზერი iPhone, iPod Touch და iPad-ში.
ბრაუზერის მიმდინარე სტაბილური ვერვიაა 5.0 (Macintosh) და 5.0 (Windows).
2007 წლის 11 ივნისს გამოვიდა პირველი ვერსია Windows ოპერაციული სისტემისთვის, რომლის გაშვება შეიძლებოდა Windows XP და Windows Vista-ზე.
2009 წლის მარტის მონაცემებით Safari-ს საბაზრო წილი შეადგენს 8.23%

apple რა თქმა უნდა მომავალშიც გააგრძელებს თავის საქმიანობს და ეცდება შექმნას კიდევ უფრო დახვეწილი პროდუქცია ....

შესვლა
რეგისტრაცია
დახმარება
გამოხმაურების დამატება



ციტირება

