
პირველი და უკანასკნელი Sargos ბირთვზე დაფუძვნებული Sempron პროცესორი Sempron 140 (C2) 2700 MHz სიხშირეზე მუშაობდა 1MB ქეში ქონდა, AM3 სოკეტზე იყო გათვლილი და 1 ბირთვიანი იყო!!!
და ახლახანს როგორც საიტი fudzilla.com იუწყება კომპანია AMD გეგმავს ახალი Sempron 150-ის გამოშვებას !!!
დიახ ბატონებო არ მოგესმათ. 2010 წლის მეოთხე კვარტალში, 6, 8 და 12 ბირთვიანი პროცესორების წელში AMD აპირებს ერთ ბირთვიანი პროცესორის გამოშვებას. AMD Sempron 150 სამუშაო სიხშირე იქნება 2.9GHz მას ექნება 1MB ქეშ მეხსიერება და 45 ნანომეტრული ტექნოლოგიით იქნება აგებული. როგორც ვთქვი Sargos ბირთვი AM3 სოკეტზეა გათვლილი და 1066 სიხშირის ოპერების მხარდაჭერა აქვს. ახალი პროცესორი უკვე არსებულ Sempron 140 პროცესორზე 200 MHz-ით სწრაფი იქნება. ასევე სავარაუდოდ იგეგმება Sempron 145-ის გამოშვებაც რომლის სამუშაო სიხშირე 2.8GH იქნება.
ფასზე შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის რომ ეს პროცესორები იქნება ძალიან იაფი.

შესვლა
რეგისტრაცია
დახმარება
გამოხმაურების დამატება



ციტირება


