xanax onlineAdderallLevitraCialis online


JEDEC-ის ახალი სტანდარტი DDR3L 1.35 ვოლტზე

როგორც ვიცით (ან არ ვიცით:)) JEDEC ორგანიზაციაა რომელიც აწესებს სტანდარტებს მიკროელექტრონულ ინდუსტრიაში. მაგალითად ოპერატიული მეხსიერებისთვის კომპანია აწესებს ისეთ სტანდარტებს როგორიც არის მეხსიერების სამუშაო ძაბვა, სიხშირე და ტაიმინგები.

სულ ახლახანს დაწესდა ახალი სტანდარტი DDR3 ტიპის მეხსიერებისთვის DDR3L. ამ სტანდარტის შემუშავებაზე კომპანია უკვე 2 წელია მუშაობს და სტანდარტი ითვალისწინებს DDR3 ტიპის მეხსიერების მოდულების სამუშაო ძაბვას 1.35 ვოლტის ოდენობით. შეგახსენებეთ რომ DDR3 სტანდარტის მიხედვით ის 1.5 ვოლტს შეადგენს. თუმცა აღსანიშნავია რომ ბაზარზე უკვე დიდი ხანია არსებობს 1.35 ვოლტზე მომუშავე ოპერები. ასევე უცხო არ არის ბაზრისთვის უფრო მაღალ ძაბვაზე, მაგალითად 1.65 ვოლტზე, მომუშავე JEDEC სტანდარტისგან განსხვავებული ოპერები. ასევე უცხო არ არის სტანდარტისგან განსხვავებული ოპერების გამოშვების პრეცენდეტებიც. მაგალითად ოფიციალურად JEDEC სტანდარტის მიხედვით დასაშვებია DDR3 მაქსიმალური სხშირე 2133MHz და მინიმალური ტაიმინგებით 11-11-11. თუმცა უკვე ბევრი მოდული არსებობს იგივე სიხშირით და ნაკლები ტაიმინგებით ან უფრო მეტი სიხშირით და პლუს ნაკლები ტაიმინგებითაც მაღალ სიხშირეზე, თუმცა ეს სრულიად სხვა თემაა.

განიხილეთ ფორუმზე

ან
DDR3L ტიპის მეხსიერების მოდულები იგივე მახასიათებლებით ხასიათდებიან როგორც ჩვეულებრივი DDR3, თუმცა მუშაობენ უფრო დაბალ ნომინალურ ძაბვაზე და საშუალებას იძლევიან ენერგომოხმარება შემცირდეს 15%-ით. ითვლება რომ ასეთი ტიპის მოდულები უფრო სერვერულ სეგმენტში არის გავრჩელებული, თუმცა მათი გამოყენება შეიძლება მობილურ და ასევე დესკტოპ სეგმენტშიც. დედა დაფებს DDR3L ტიპის მეხსიერების მხარდაჭერისთვის უნდა ქონდეთ BIOS-ის მენიუში 1.35 ვოლტის არჩევის ფუნქცია შემდგომში იგეგმება სტანდარტის განვითარება და ნომინალური ძაბვის 1.25 ვოლტამდე დაწევა.