xanax onlineAdderallLevitraCialis onlinepuppies for sale


PowerColor LCS HD5870 V2 წყლის გაგრილებით

შარშან, ოქტომბერში გამოვიდა პროდუქტი PowerColor LCS HD5870 სახელწოდებით, რომელიც გახდა წყლის გაგრილების მქონე ATI Radeon HD 5870-ის პირველი ვერსია. ამ კვირას, კორპორაცია TUL-მა, რომელსაც ეკუთვნის მარკა PowerColor-ი, წარმოადგინა ამ 3D-კარტის განახლებული ვერსია, რომელსაც ეწოდა LCS HD5870 V2.

დადებული სურათი

ახალი პროდუქტის GPU ბირთვის ტაქტური სიხშირე, რეფერენსთან შედარებით, კიდევ უფრო მეტადაა გაზრდილი, ვიდრე ეს პირველ ვერსიას ჰქონდა და ის შეადგენს 950 მჰზ-ს. შეგახსენებთ, რომ PowerColor LCS HD5870-ის ეს მაჩვენებელი უდრიდა 875 მჰზ-ს, ხოლო რეფ. მოდელისა კი 850-ს. ამასთან, GDDR5-ის ოდენობა დაუბრუნდა 1200 მჰზ-ს (ეფექტური 4800 მჰზ), მაშინ როდესაც PowerColor LCS HD5870-ს ის 1250 მჰზ ჰქონდა (ეფ.5000 მჰზ).

დადებული სურათი

PowerColor LCS HD5870 V2-ის კონსტრუქციაში გამოყენებულია EK Water Blocks-ის წარმოების წყლის ბლოკი, რომელიც ფარავს გრაფიკულ პროცესორს, მეხსიერების მიკროსქემებსა და ძაბვის რეგულატორს – კვების ჯაჭვში. PowerColor-ის თქმით, სპილენძის ძირის მქონე ეს კომპონენტი ისე დააგდებს ტემპერატურას, რომ სრული დატვირთვის დროსაც კი, ის არ გადააჭარბებს 50°С-ს.

სიახლის ავტორი – X-treme user