
სიახლის ავტორი – FC BARCELONA
ან

ან
კომპანია MSI-მ გადაწყვიტა არ შეისვენოს ამ ზაფხულს და P55 ჩიპსეტზე დაანონსებული დედაპლატის შემდეგ პუბლიკას წარუდგინა დღეისათვის ყველაზე დიდი წარმადობის მქონე X58 ჩიპსეტზე დაფუძნებული ახალი დედაპლატა სახელად MSI X58A-GD65. ფაქტია, რომ ამ ახალი მოწყობილობის წარდგენა არ მომხდარა დიდი პომპეზურობით და არც გრანდიოზული სარეკლამო აქციები გამართულა. პირველი, რაც ყურადღებას იპყრობს, არის დედაპლატის სადა დიზაინი, რომელიც უდავოდ დიდი მიღწევაა ერთობ გადაჭრელებული კონკურენტებისაგან განსხვავებით. საკმაოდ კარგი გაფორმების ყუთში შეფუთულიMSI X58A-GD65 ასე გამოიყურება:

თუ მოგეცემათ საიმისო საშუალება, რომ შეიძინოთ ეს ნამდვილად კარგი პროდუქტი, აუცილებლად გახსენით შეფუთვა და დატკბით დედაპლატის სპარტანული სიმშვენიერით
დღეს გადავწყვიტე ამერჩია საუკეთესო დეტალები AMD-ს ბაზაზე და შემედგინა ე.წ. საუკეთესო კონფიგურაცია. კორპორაცია AMD, რომელიც უკვე მრავალი წელია INTEL-ის მთავარ კონკურენტად მოიაზრება ბაზარზე, ყოველთვის გამოირჩეოდა ერთი შეხედვით სასაცილოდ დაბალი ფასებით და ამასთან მისი პროდუქცია ტოლს არ უდებდა ინტელის იმავე კლასისებს და ზოგჯერ ჯაბნიდა კიდეც, განსაკუთრებით თამაშებში. რათქმაუნდა ჩემს მიერ არჩეული დეტალები არ წარმოადგენენ ერთი შეხედვით აპრიორი საუკეთესო გადაწყვეტილებებს, მაგრამ მათი შერჩევით ზოგადად წარმოდგენა შეგვექმნება დღეს ბაზარზე არსებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე და იმედია მომავალში დაგვეხმარება თუ გადავწყვეტთ AMD-ს ბაზაზე გადაბარგებას.
ამ კონფიგის შერჩევისას მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ბრენდების იმიჯს და მათი პროდუქციის ხარისხს, რაზეც უკვე საკმაო წარმოდგენა შეგვექმნა ამდენი რევიუების კითხვის შემდეგ. ფასების მიახლოებით ეტალონებად ავიღებთ ონლაინ მაღაზია http://www.newegg.com -ზე განთავსებული პროდუქციის ფასებს.
რასაკვირველია ვიწყებთ პროცესორით. აქ საქმე ბევრად გაგვიმარტივდა, მას შემდეგ რაც AMD-მ რამოდენიმე ხნის წინ შემოგვთავაზა მისი ახალი თაობის 6 ბირთვიანი პროცესორები რომლებიც Thuban-ის ბირთვებზეა აწყობილი. რათქმაუნდა არ იქნება სწორი მსჯელობა თუ ამ უკანასკნელ შევადარებთ ინტელის ბოლო თაობის თორმეტნაკადოვან პროცესორს, რადგან AMD-ს მრავალი ნაკადის ტექნოლოგია არ გააჩნია და მხოლოდ ფიზიკურად არსებული 6 ბირთვით იგი ვერ დაამარცხებს Ì7 980X-ის 12 ნაკადს, რომელიც 6 ბირთვიდან მომდინარეობს. პროცესორი უკვე შერჩეულია და იგი გახლავთ ამ ბოლო დღეებში უკვე დეფიციტად ქცეული AMD Phenom II X6 (Thuban)1090T BE. ამ მოდელის სტოკ სიხშირე 3.2GHz გახლავთ და მისი მომატება საკმაოდ ადვილია, თუ გავითვალისწინებთ პროცესორის ღია მამრავლს. 45 ნანომეტრის გამო შეიძლება იგი ოდნავ ცხელი გამოდგეს ვიდრე 32 ნანომეტრიანი ინტელი, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს, რადგან შესაფერისი გაგრილების შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. 6MB მესამე დონის კეშით აღჭურვილი პროცესორი ორიენტირებულია AM3 სოკეტზე. მისი ფასი $295.99-ს შეადგენს
