3D მონიტორი არის ნებისმიერი მოწყობილობა,რომელიც გადმოსცემს გამოსახულებას,რომელსაც აღიქვამს ადამიანი,როგორც მოცულობითი(ანუ 3D-ში) სათვალეებით და დამატებითი მოწყობილობების გარეშე.

3D მონიტორები იყოფა ჯგუფებად, (3D)გამოსახულების აღბეჭდვის და მიხედვით:
ან

ან
POST ტესტერი შეიძლება ბევრნაირი ვარიანტის იყოს,მაგ: POST Code Dual-ს აქვს დისპლეი-ინდიკატორი ორივე მხრიდან, ამიტომ ინფორმაციის წასაკითხად წვალება არ გვიწევს. ყველა POST ტესტერზე დამატებულია შუქდიოდები, რომელიც აღბეჭდავს ძაბვას +5 +3,3 +12, −12 ვოლტი და შუქდიოდი სიგნალ RESET-ის (არ იგულისხმება RESET კნოპკით გადატვირთვა),ზოგიერთ მოდელებზე კი სხვადასხვა ინდიკატორებიცაა დამატებული. RESET ტესტერებს აქვთ სხვადასხვა შესაერთებელი ,მაგალითად PCI, ISA, miniPCI, LPT.
დღესდღეობით სამომხმარებლო ბაზარი გადავსებულია სხვადასხვა ტიპის დედადაფებით, რომელთაც სხვადასხვაგვარი BIOS-ი აქვთ. თუმცა ყველა ტიპის ბიოსის ძირითადი ფუნქციები ერთნაირია. დღეს შევეცდები მათში გაგარკვიოთ. თუმცა სანამ ამას გავაკეთებდე, მინდა აგიხსნათ, თუ რა არის ბიოსი.
———————————————————————-
BIOS, ანუ Basic Input/Output System არის მიკროპროგრამა, რომელიც შეიცავს კომპიუტერის პარამეტრებს. ეს პარამეტრები კომპიუტერს ავტომატურად მიეთითება ყოველი ჩართვისას. ვიზუალურად ბიოსი წარმოადგენს პატარა ჩიპს, რომელიც დედადაფაზეა ჩამაგრებული:

თუმცა ეს ჩიპი, რომელიც ROM ტიპის მეხსიერებაა (არააქროლადი) მხოლოდ ბიოსს არ შეიცავს. ბიოსის გარდა, რომელიც პასუხს აგებს ფლოპი დისკის, HDD-სა და სხვა “უცვლელი” მოწყობილობების აღმოჩენასა და გაკონტროლებაზე, ჩიპში ინახება პროგრამა “POST” (Power On Self Test), რომელიც ტესტავს სისტემას ყოველი ჩართვისას და “Setup” პროგრამა, რომელიც პასუხს აგებს CMOS-ის რედაქტირებაზე. CMOS (Complementary metal–oxide–semiconductor) გახლავთ სისტემა, რომელიც შეიცავს ყველა იმ პარამეტრს, რომლის შეცვლაც შეგიძლიათ კომპიუტერის კონფიგურაციაში. ანუ ის, რასაც თქვენ ბიოსს ეძახით, ფაქტობრივად არის CMOS. CMOS ინახება RAM ტიპის (აქროლად) მეხსიერებაში და იმისთვის, რომ პარამეტრები არ დაიკარგოს, იგი მუდმივად უნდა იკვებებოდეს ბატარეით, რომელსაც თქვენ “ბიოსის ელემენტს” უწოდებთ: (more…)
პირველ რიგში, გავერკვეთ კონტროლერებში, რადგან მყარ მატარებელში საქმის 50 პროცენტი სწორედ კონტროლერებზეა დამოკიდებული (დანარჩენი 50 – ჩიპებზე). დღესდღეობით ბაზარზე რამდენიმე სახის კონტროლერია გავრცელებული.
Intel X25-M. კომპანია Intel-ის მიერ წარმოებულ მყარ მატარებლებს ამავა სახელწოდების კონტროლერი აქვთ (ასე ვთვლი, რადგან სხვაგვარი ინფორმაცია ვერსაც ვიპოვე). X25-M ბაზრის “მეინსტრიმ” კატეგორიას იჭერს. დღესდღეობით უკვე იყიდება “მეორე თაობის” X25-ები, რომლებსაც Windows 7-ში “TRIM”-ის მხარდაჭერა აქვთ (TRIM – ბრძანება, რომლის დახმარებითაც OS “გრძნობს”, თუ რომელი ბლოკებია გამოყენებისთვის გამოუსადეგარი და მათ “შლის” სისტემიდან). ეს რათქმაუნდა კარგია, მაგრამ სამწუხაროდ Intel-ის მეორე თაობის SSD-ები მხოლოდ 80/160GB ტევადობისაა და შესაბამისად 280/530$ ღირს.
მითი 1 - პენტიუმ 5
როგორც ასეთი პენტიუმ 5 არასდროს გამოსულა და არც გამოვა მაგ სახელით პროცესორი, სავარაუდოდ მითის შექმნის მიზეზი არის ასუსის P5 სერიის მაზერები სადაც პრეფიქსი P5 არანაირ კავშირში არ არის არც პენტიუმთან და არც მის მე5 სერიასთან, უბრალოდ მაგ სერიის დედა დაფებს აქვთ პენტიუმ 4-ის შემდეგ გამოსული პროცესორების მხარდაჭერა.
ასევე უკვე არსებობს i5 სერიის პროცესორები რომლებიც არანაირად არ არის პენტიუმის სერია.
მითი 2 – ჩემი 3.4 GHz-იანი პროცესორი შენს 2.6 GHz-იანს ჯობია
არა სწორია პროცესორების მარტო სიხშირით შედარება, ან თუნდაც მარტო ქეშ მეხსიერების ზომით შედარება. პირველ რიგში პროცესორის სიძლიერეზე მისი არქიტექტურა ახდენს გავლენას, მაგალითად i7 920 2.66 სიხშირეზე მუშაობს და მეორე დონის ქეში 1 MB აქვს ხოლო მესამე დონის ქეში 8 MB მაგრამ ყველა კომპონენტში ჯობნის მაგალითად Q9650-ს რომელიც 3.0 GHz სიხშირეზე მუშაობს და მეორე დონის ქეში 12 MB აქვს.
მითი 3 – core 2 duo ყოველთვის ჯობია dual core-ს
დასაბამიდანვე მცდარია მთელი მითი. საერთოდ dual core ტერმინი ნიშნავს ორბირთვიანს და მეტს არაფერს. ანუ core 2 duo მიეკუთვნება dual core პროცესორებს (dual core-ისგან განსხვავებით არსებობს კიდევ quad core ანუ ოთხბირთვიანი პროცესორები). dual core პროცესორებს პოპულარული ენით უწოდებენ ინტელის ორბირთვიანი პენტიუმების სერიას (pentium dual core არის რეალურად სერიის სახელი და არც P5-ები არიან ესენი!). და თუნდაც მაგ პენტიუმებს რომ შევადაროთ ისევ კონკრეტულ მოდელს და არქიტექტურას გააჩნია ზოგიერთი dual core აშკარად ჯობია ბევრ core 2 duo სერიის პროცესორს.
მითი 4 - 1 GB-იანი ვიდეო კარტა ჯობია 512 MB-იანს
ვიდეო კარტის სიძლიერე ვიდეო მეხსიერების ზომით არასდროს განისაზღვრებოდა, პირველ რიგში დიდი მნიშვნელობა აქვს მის GPU-ს, შეიდერების და მეხსირების clock სიხშირეებს და რა თქმა უნდა არქიტექტურას.
მითი 5 – 512 ბიტიანი ვიდეო კარტა ჯობია 256 ბიტიან ვიდეო კარტას
ისევ ვიდეოს მეხსიერების მონაცემებზე აგებული მითი. ვიდეოს მეხსიერების სალტის სიფართე (ბიტები) მის სამუშაო სიხშირესთან ერთად არის საინტერესო. მაგალითად HD5870 256 ბიტიანი მაგრამ აშკარად ჯობია GTX280-ს რომელიც 512 ბიტიანია. საერთოდ ვიდეო კარტის წარმადობაში მისი მეხსიერების მონაცემები მეორეხარისხოვანია GPU მონაცემებთან შედარებით.
მითი 6 - DDR3 ვიდეო კარტა DDR2 მაზერზე არ წავა
ჯერ ერთი დედა დაფა და არა “მაზერი” (
) მეორეც დედა დაფის ოპერატიულს არანაირი კავშირი არა აქვს ვიდეოს ოპერატიულთან მთავარია ვიდეოს სლოტი მოერგოს დედა დაფას PCI-e ან AGP და მეხსიერებას მნიშვნელობა არა აქვს, ასევე DDR3 ვიდეო კარტები არ არსებობს, არსებობს GDDR3 (Graphic DDR) რომელიც პრინციპში იგივე ტექნოლოგიაა მაგრამ მაინც განსხვავებულია და უკვე GDDR5-იც არსებობს მაშინ როცა DDR მაქსიმუმ 3 არსებობს.
მითი 7 - 500 ვატიანი კვების ბლოკი ჯობია 400 ვატიანს
საერთოდ კვების ბლოკების სიმძლავრის ვატებით შეფასება არასწორია. პირველ რიგში უდიდესი მნიშვნელობა აქვს +12 ვოლტზე ჯამური ამპერების რიცხვს და არა ვატებს. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს როცა ხარისხიანი 400 ვატიანი კვების ბლოკი გაცილებით ძლიერ სისტემას რთავს ვიდრე უხარისხო 500 ვატიანი ან თუნდაც 600 ვატიანი ფსევდო კვების ბლოკი. +12 ვოლტზე ჯამური ამპერები დაითვალეთ თუ სწორი არჩევანის გაკეთება გინდათ.
მითი 8 – AMD არ ვარგა Intel ჯობია
რა თქმა უნდა ინტელის ახალი არქიტექტურის პროცესორები i7 და i5 სერიიდან დღეისათვის ლიდერობენ წარმადობით, თუმცა ფასიც საკმაოდ ძვირია და ფასი/წარმადობით თუ შევხედავთ არანაირად არ ჯობია ინტელის 775 სოკეტის ყიდვა! AMD-ს Phenom II პროცესორები ნებისმიერ შემთხვევაში ჯობნიან 775 სოკეტის პროცესორებს და ან იგივე ფასი ჯდება ან ზოგჯერ ნაკლებიც. ეს სუბიექტური აზრი არ არის შეგიძლიათ ინტერნეტში უამრავი ტესტი ნახოთ სადაც phenom II ინტელის 775 სოკეტის პროცესორებს ჯობნის.
მითი 9 - AMD უფრო ცხელია ვიდრე Intel-ის პროცესორები
აბსოლუტურად მცდარი მითი, თითქმის ყოველთვის პირიქით იყო, ინტელი ყოველთვის უფრო ცხელი იყო ვიდრე AMD-ს პროცესორები.
მითი 10 – პროცესორი = ქეისი
პროცესორი და ქეისი აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებაა და ქეისში დევს პროცესორიც და კომპიუტერის დანარჩენი კომპონენტებიც, ვინჩესტერი, დედა დაფა, ვიდეო კარტა და ა.შ. სინამდვილეში პროცესორი ასანთის კოლოფის ხელა მოწყობილობაა.
მითი 11 – დარაზგონება (აჩქარება) არ შეიძლება, შეიძლება პროცესორი გადაწვა და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება
ამ მითში არის სიმართლის ნატამალი, აჩქარებით (დარაზგონებით) მართლა შეიძლება რამე გადაწვა მაგრამ პროცესორი მაგ სიაში ბოლოა, რეალურად ძალიან ძნელია პროცესორის გადაწვა, საკამოდ კერკეტი კაკალია, ძაბავს თუ არ უმატებ ბიოსიდან რაიმეს გადაწვის შანსი 0-ის ტოლია, ასევე აჩქარება სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს მაგრამ პროცესორს თუ უნდა გაეძლო 10 წელი, აჩქარებული პროცესორი (ისიც ძაბვის მომატებით) გაძლებს 5-6 წელი მაგრამ ნებისმიერი პროცესორი 5 წელიწადში უკვე ისე ძველდება რომ საწყისის მეოთხედ ფასად იყიდი, ხოლო 10 წელიწადში საერთოდ ვერ გაყიდი! შედარებით სუსტია ვიდეო კარტა, ოპერატიული ან დედა დაფა მაგრამ მეცნიერება მსხვერპლს მოითხვს ![]()
მითი 12 - რეალური და არარეალური კვების ბლოკი
ამ მითს ორგანულად ვერ ვიტან, საერთოდ ესეთი ტერმინები არაფერს გვეუბნება კვების ბლოკის შესაძლებლობების შესახებ. რეალური ნიშნავს რომ იძლევა იმ რაოდენობის ვატებს რაც ზედ აწერია, ხოლო არარეალური იმაზე ნაკლებს ვიდრე აწერია, მაგრამ ეს ტერმინი არაფერს გვეუბნება ძბავის რეგულაციაზე, +12 ვოლტზე ამპერების რაოდენობაზე, სიმძლავრის კორექციაზე (Active თუ Passive PFC) და ა.შ. სინამდვილეში სწორედ ამ მონაცემებს აქვთ უფრო მეტი მნიშვნელობა ვიდრე ვატებს და რეალურია თუ არარეალური კვების ბლოკი.
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ წყლის გაგრილების სისტემებზე. ეს ბუნებრივიცაა ჩვენი და საიტის ინტერესებიდან გამომდინარე. რაზგონისას, კომპიუტერის კომპონენტებიდან მაღალი ტემპერატურის მოსაცილებლად წყლის გაგრილების სისტემების გამოყენება მეტად ეფექტური მეთოდია. ეს სისტემები დიდი ხანია უკვე რაც ხმარებაშია, მათ დროის გამოცდასაც გაუძლეს, კრიტიკასაც და დროთა განმავლობაში დაიხვეწნენ კიდევაც. თუმცა წყლის გაგრილების სისტემები დამახასიათებელია Desktop კომპიუტერებისთვის. ეს ტენდენცია კომპონენტების სიმძლავრიდან გამომდინარეობს.
ნოუთბუქები, ბოლო წლებამდე, ყოველთვის ითვლებოდნენ სუსტ კომპიუტერულ გადაწყვეტილებებად. ისინი ვერ აჩვენებდნენ ისეთ შედეგებს თამაშებში და პროგრამებში როგორც მათი უფროსი “ძმები” – დესკტოპები. თუმცა ეს ტენდენცია ნელ-ნელა გაქარწყლდა და ბაზარზე დაიწყო ისეთი ბრენდების გამოჩენა როგორიცაა Alienware, Voodoo, XPS, Falcon და სხვები. ეს ბრენდები ძირითადად დიდი კომპანიების სუბდივიზიები არიან, მათი გეიმერული კომპიუტერების განხრა. დღეს უკვე არავის უკვირს ლეპტოპის მიერ 14000 ქულის აღება 3Dmark06 ტესტში. ლეპტოპები გაძლიერდნენ და გაძლიერდნენ. ეს კი ძირითადად ხდება კომპრომისების ხარჯზე. ეს კომპრომისები კი ყველას კარგად მოეხსენება: წონა, გაბარიტები, ბატარეა, ტემპერატურა. პირველი სამის დათმობა, მომხმარებლის პირად შეხედულებეზეა დამოკიდებული. ხოლო მეოთხე, მეტად სეიოზული პრობლემაა ნებისმიერი კომპიუტერისთვის, მითუმეტეს ნოუთბუქისთვის.
საუკეთესო კონფიგურაცია
შემოდგომა, 2008
ამ სტატის მიზანია დაეხმაროს მყიდველს საუკეთესო არჩევანის გაეთებაში როდესაც საქმე ეხება კომპიუტერულ ტექნიკას. აქ მე განვიხილავ საუკეთესო კომპიუტერულ კონფიგურაციებს, რომლებსაც დავყოფ სამ კლასად: High-End, Mid-End, Low-End.
ამ თემაში განვიხილავ მხოლოდ იმ პროდუქტებს რომლებიც დღეს საქართველოში მოიპოვება. ყველა პროდუქციის ფასი გამოთვლილია დღგ-ს გათვალისწინებით და მოცემულია ლარებში. იმედია, იმათ ვისაც ამ პერიოდში უნდა ახალი კომპიუტერის აწყობა, დაინტერესდება ამ თემით.სრულიად ეს სტატია იხილეთ ფორუმზე