ან
Computex 2010 კომპანია Gigabyte-მა დაანონსა რომ ახალი პროგრამის გამოშვებას აპირებს თავისი დედა დაფებისთვის Cloud OC. ამ პროგრამა მუშაობს ქსელის საშუალებით და მასთან დაკავშირება შეიძლება კომპიუტერითაც და სმარტფონითაც. როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორი Tim Handleyაცხადებს Cloud OC იგივეა რაც Gigabyte-ის EasyTune 6 software ოღონდ დისტანციური.

პროგრამას რეალურ დროში შეუძლია სისტემის აჩქარება და სისტემის ტვიკინგი შესაძლებელი იქნება ტესტების და ბენჩების მიმდინარეობის დროსაც კი. ასეთი ტექნოლოგია საშუალებას მისცემს ოვერქლოქერებს მაქსიმალური გამოწურონ თავიანთი სისტემებისგან. ერთადერთი ლიმიტი რაც Clou OCპროგრამას აქვს, მას არ შეუძლია CAS Latency შეცვლა, დანარჩენი ყველა პარამეტრის შეცვლა შესაძლებელია რეალურ დროში.
პროგრამას ასევე შეუძლია რეალურ დროში გვანახოს ვოლტები და ტემპერატურა კომპონენტებზე, ასევე შეუძლია კომპიუტერის ჩართვა და გამორთვა ან მისის Sleep რეჟიმში გადაყვანა. ცხადია რომ ეს მოწყობილობა Asus-ის RoG Connect პროგრამასთან კონკურენციისთვის არის გამოგონილი, ეს უკანასკნელი კი საშუალებას იძლევა აკონტროლო ბიოსის პარამეტრები USB მიერთებით ლეპტოპიდან ან Bluetooth მოწყობილობებით.
Cloud OC არ არის მიბმული Gigabyte-ის EasyTune 6 პროგრამაზე, არამედ ცალკე გადაწყვეტილებაა. ასევე Gigabyte-მა დააბდეითა EasyTune 6 პროგრამა და მას დაემატა პროფილის შენახვის და hotkey ფუნქციები. შესაძლებელია სამი პროფილის შენახვა და შემდეგ თითის ერთი დაჭერით რაომდენიმე პარამეტრის ერთდოულად შეცვლა. თუმცა როგორც ვთქვით EasyTune 6 და მისი hotkey ჯერ არ არის მიბმული Cloud OC პროგრამასთან.
დღეს გადავწყვიტე ამერჩია საუკეთესო დეტალები AMD-ს ბაზაზე და შემედგინა ე.წ. საუკეთესო კონფიგურაცია. კორპორაცია AMD, რომელიც უკვე მრავალი წელია INTEL-ის მთავარ კონკურენტად მოიაზრება ბაზარზე, ყოველთვის გამოირჩეოდა ერთი შეხედვით სასაცილოდ დაბალი ფასებით და ამასთან მისი პროდუქცია ტოლს არ უდებდა ინტელის იმავე კლასისებს და ზოგჯერ ჯაბნიდა კიდეც, განსაკუთრებით თამაშებში. რათქმაუნდა ჩემს მიერ არჩეული დეტალები არ წარმოადგენენ ერთი შეხედვით აპრიორი საუკეთესო გადაწყვეტილებებს, მაგრამ მათი შერჩევით ზოგადად წარმოდგენა შეგვექმნება დღეს ბაზარზე არსებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე და იმედია მომავალში დაგვეხმარება თუ გადავწყვეტთ AMD-ს ბაზაზე გადაბარგებას.
ამ კონფიგის შერჩევისას მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ბრენდების იმიჯს და მათი პროდუქციის ხარისხს, რაზეც უკვე საკმაო წარმოდგენა შეგვექმნა ამდენი რევიუების კითხვის შემდეგ. ფასების მიახლოებით ეტალონებად ავიღებთ ონლაინ მაღაზია http://www.newegg.com -ზე განთავსებული პროდუქციის ფასებს.
რასაკვირველია ვიწყებთ პროცესორით. აქ საქმე ბევრად გაგვიმარტივდა, მას შემდეგ რაც AMD-მ რამოდენიმე ხნის წინ შემოგვთავაზა მისი ახალი თაობის 6 ბირთვიანი პროცესორები რომლებიც Thuban-ის ბირთვებზეა აწყობილი. რათქმაუნდა არ იქნება სწორი მსჯელობა თუ ამ უკანასკნელ შევადარებთ ინტელის ბოლო თაობის თორმეტნაკადოვან პროცესორს, რადგან AMD-ს მრავალი ნაკადის ტექნოლოგია არ გააჩნია და მხოლოდ ფიზიკურად არსებული 6 ბირთვით იგი ვერ დაამარცხებს Ì7 980X-ის 12 ნაკადს, რომელიც 6 ბირთვიდან მომდინარეობს. პროცესორი უკვე შერჩეულია და იგი გახლავთ ამ ბოლო დღეებში უკვე დეფიციტად ქცეული AMD Phenom II X6 (Thuban)1090T BE. ამ მოდელის სტოკ სიხშირე 3.2GHz გახლავთ და მისი მომატება საკმაოდ ადვილია, თუ გავითვალისწინებთ პროცესორის ღია მამრავლს. 45 ნანომეტრის გამო შეიძლება იგი ოდნავ ცხელი გამოდგეს ვიდრე 32 ნანომეტრიანი ინტელი, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს, რადგან შესაფერისი გაგრილების შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. 6MB მესამე დონის კეშით აღჭურვილი პროცესორი ორიენტირებულია AM3 სოკეტზე. მისი ფასი $295.99-ს შეადგენს

დამყარდა ახალი მსოფლიო რეკორდი CPU რაზგონში:Overclocker Andre Yahng_ის ხელში აღმოჩნდა Celeron D 356,რომლიც იყენებს CedarMill ბირთვს და შექმნილია NetBurst არქიტექტურაზე.სამი წლის წინ ამ ჩიპების მქონე პროცესორები C-1_დან D-0 სტეპინგზეგადავიდნენ, რამაც უზრუნველყო TDP_ს 86 W_დან 65 W_მდე დაწევა.უცნობია საიდან აღმოჩნდა ენთუზიასტის ხელში ეს პროცესორი.ყურადღება! ტესტირება მოხდა ASUS P5E3 Premium/WiFi-AP@Nდედაპლატაზე, იგი იყენებს Intel X48 Chipset_ს, მაგრამ როგორცვიცით ყველა წინა რეკორდი დამყარებულია Intel P965 Chipset_ზე.P5E3 Premium/WiFi-AP@N_ზე Celeron D 356 დარაზგონდა8182,7 MHz მდე. რა რაოდენობის თხევადი აზოტი და რა დროდაჭირდა ამ რეკორდს, უცნობია!
შეგახსენებთ რომ წინა რეკორდი, ენთუზიასტ ThuG_მა დაამყარაPentium 4 631_ზე, ლეგენდარული დედაპლატის ASUS Commando_სდახმარებით. ენთუზიასტმა 8180 MHz დააფიქსირა.განიხილეთ ფორუმზე
დასრულდა რიგირთ მეორე lanparty საქართველოში, Overclockers.ge-ს ორგანიზაციითა და ლუდი 3D და gITec-ის სპონსორობით.პირცელი დღე სრულიად დაეთმო Gaming ჩემპიონატს, რომელიც მოიცავდა თამაშებს როგორიცაა: FIFA09, COD4 და CS. მეორე დღეს კი ჩატარდა ჩემპიონატი Overclocking-ში, რომელზეც დაფიქსირდა რამოდენიმე საქართველოს რეკორდი. ჩვენმა Subzero გუნდმა შეძლო მოეხსნა საქართველოს რეკორდი სიხშირეში E8600-ის, Asus Maximus Formula-სი და თხევადი აზოტის გამოყენებით. პროცესორის სიხშირემ შეადგინა 618×10=6180MHz!

გარდა ამისა მოიხსნა SuperPI-ის საქართველოს რეკორდიც. დაწვრილებით ყველა შედეგები იხილეთ აქ .
ფინურმა ენთუზიასტების ჯგუფმა LimitTeam_Sigh, მოახერხა დაერაზგონებინა ახალგამოსული AMD Phenom II X4 955 პროცესორი 6696 GHz სიხშირემდე. გამოყენებული იყო თხევადი აზოტი და არა ჰელიუმი. დედაპლატა ASUS M4A79T Deluxe იყო. მამრავლი შეადგენდა 30x-ს. რაზგონმა შეადგინა 109%-ი. სხვა ინფორმაცია ვერ მოვიპოვე. წყარო http://www.3dnews.ru არის.
